ქართულმა ოპოზიციამ ილჰამ ალიევს შეუტია
რუსული გაზეთი „ნეზავისიმაია გაზეტა“ («Независимая газета») დღევანდელი, 10 ივნისის ნომერში ყურადღებას უთმობს სამხრეთკავკასიურ მოვლენებს, კერძოდ - საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების პრობლემეტიკას.
ვრცელ სტატიაში სათაურით „ქართულმა ოპოზიციამ ილჰამ ალიევს შეუტია“ გადმოცემულია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული ამბები, რომლებიც ბოლო დროს რეგულარულად მეორდება. ამჯერად პუბლიკაციაში საუბარი ქართული ოპოზიციის წარმომადგენლის, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის ოთხი დღის წინ გაკეთებულ განცხადებებს, როცა მან დავით გარეჯის კუთვნილების შესახებ არსებულ პრობლემებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაადანაშაულა, პარალელურად კი ასევე მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სამართლიანობის აღდგენის უნარი არ შესწევს.
პუბლიკაციაში ხაზგასმულია შალვა ნათელაშვილის სიტყვები: „იმის ნაცვლად, რომ ალიევი ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის საკითხზე მუშაობდეს, ამის საკომპენსაციოდ ჩვენ წაგვართვა სალოცავები, რათა ამომრჩეველთან იტრაბახოს, ის ვერ დავიბრუნეთ, მაგრამ საქართველოს წავართვით, ის დავჩაგრეთო“; „აზერბაიჯანის „სოკარი“ ივანიშვილ-ალიევის ერთობლივი კომპანიაა...“; ჩვენ დიდი იმპერიების კოლონია ვიყავით, მაგრამ სიამაყეს მაინც ვინარჩუნებდით, მაგრამ ახლა ილჰამისა და მეჰრიბანის კოლონია გავხდით...“; - „ივანისშვილს ამ ყველაფრის გამო პასუხი მოეკითხება“ და ა.შ.
როგორც სტატიის ავტორი იური როქსი აღნიშნავს, რასაკვირველია, აზერბაიჯანისათვის შეუმჩნეველი არ დარჩება ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადება და ამას ბაქოს მასმედიაში საპასუხო ნაბიჯი მოჰყვება. ავტორის აზრით, ნათელაშვილის განცხადება, ალბათ, არც მისი მოკავშირეებისათვის - გაერთიანებული ქართული ოპოზიციის წევრებისათვის არის სასიამოვნო, რომლებიც, პრინციპში, ერიდებიან ანტიაზერბაიჯანული განცხადებებს. თუ ლეიბორისტების ლიდერი ფიქრობდა, რომ ამგვარი ქცევით რადიკალებს - „ქართული მარშის“ წარმომადგენლებს მიიმხრობდა საარჩევნოდ, იგი აშკარად შეცდა, რადგან „ქართული მარში“ თვითონ ემზადება პარლამენტის არჩევნებისათვის.
შალვა ნათელაშვილის ანტიაზერბაიჯანული კრიტიკა იმ დროს გაჟღერდა, როცა ქვემო ქართლში - აზერბაიჯანელებით დასახლებულ საქართველოს რეგიონში, საკმაოდ დაზაბული ვითარებაა შექმნილი ბოლშევიკ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით.
ავტორის დასკვნით, არაა გამორიცხული, რომ მთავარი ქართველი ლეიბორისტის მოქმედებამ ქვემო ქართლში გაერთიანებულ ოპოზიციას ხმები დააკარგვინოს.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
