"მმართველი გუნდი თუ შეთანხმებას დაარღვევს, ძალიან მძიმე განაჩენს მიიღებს" - გიორგი ვაშაძე
"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ"ქართული ოცნება" საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემულ პირობას კიდევ ერთხელ დაარღვევს, უცხოელი პარტნიორებისგან ძალიან მძიმე განაჩენს მიიღებს.
ვაშაძის თქმით, მმართველი გუნდი მხოლოდ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებს.
"ამ ორივე დოკუმენტზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების-ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და ევროკავშირის დადასტურებული ხელმოწერებია, რომლებიც მათი შუამდგომლობით შედგა და თუ მმართველი გუნდი ამ შეთანხმებას დაარღვევს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ძალიან მძიმე განაჩენს მიიღებს. მათ კონსტიტუცია არასდროს აინტერესებდათ, მხოლოდ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებენ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
