"ბრძანება მე გავეცი, ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში"
ბრძანება მე გავეცი, მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში, ნარინჯისფერი ტყვია არის არალეტალური, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
კითხვაზე მან გასცა თუ არა ყველა ბრძანება, რომელიც 20 ივნისის ღამეს უნდა გაცემულიყო, მინისტრი ამბობს, რომ ბრძანება მან გასცა.
„ბრძანება მე გავეცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი. პოლიციის და შს სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები და მართლწესრიგი“,- განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება ნარინჯისფერ ტყვიებს, რომელიც აქციის დაშლისას იყო გამოყენებული, გახარიას თქმით, მისი გამოყენება პოლიციისთვის დასაშვებია.
„ეს ნარინჯისფერი ტყვია არის არალეტალური და ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემის მიერ გამოსაყენებლად“,- აღნიშნა გახარიამ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
