„ნაციონალურ მოძრაობაში“ პროცესებით კმაყოფილი ვარ" - თეა წულუკიანი
ძალიან კმაყოფილი ვარ იმ პროცესებით, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, რაც უფრო დიდხანს იქნება კლოუნად წოდებული პირი ხელმძღვანელი, მით უკეთესად გამოჩნდება მათი რეალური სახე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის უკვე სერიოზულად აღქმა შეუძლებელია.
„არც იმას დავმალავ, რომ როგორც მე, ასევე ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე აღარ უკვირდება იმ პროცესებს, რაც ამ პარტიაში მიმდინარეობს. უკვე დიდი ხანია, საქმე გვაქვს ინფანტილიზმისა და არასერიოზულობის დემონსტრირებასთან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
