"მტრისას – ასე იტყვიან ხოლმე ჩვენთან იმაზე, რაც ხდება “ნაცმოძრაობაში” – ჩვეულებრივი ბარდაგია" - ირაკლი ზარქუა
ერთი კაცი, ის ჯიგარი ევროპელებს რომ ძარცვავს [კეზერაშვილი], იქიდან დირიჟორობს და ჩვეულებრივ მასხარად ჰყავს დაქირავებული ჩემი „ხაბე“. რაღაც შტერობებს აკეთებინებს, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე განაცხადა.
ზარქუას თქმით, დავით კეზერაშვილს ლევან ხაბეიშვილი მასხარად ჰყავს დაქირავებული.
„მტრისას – ასე იტყვიან ხოლმე ჩვენთან იმაზე, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩვეულებრივი ბარდაგია. ბატონ გუბაზს [სანიკიძეს] უყვარს ეს სიტყვა. ვინ – ვისთან, ვინ – როგორ, რატომ, რანაირად, სად მიდიოდა [გაუგებარია]. ერთი კაცი, ის ჯიგარი ევროპელებს რომ ძარცვავს [კეზერაშვილი], იქიდან დირიჟორობს და ჩვეულებრივ მასხარად ჰყავს დაქირავებული ჩემი „ხაბე“. რაღაც შტერობებს აკეთებინებს. გაკოტრებულ, მწვალებელთა პარტიას [„ნაციონალური მოძრაობა“] ჩაუყენეს „ხაბე“. რა უნდა ქნას ახლა, რეიტინგი არ აქვს პარტიას „ხაბე“ ხომ არ აამოძრავებდა?!“ – აღნიშნა ზარქუამ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
