"არანაირი კოალიციური მმართველობა, 2024 წლის არჩევნებით „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში"
„ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით.
„არანაირი კოალიციური მმართველობა. რაც არ უნდა იზრუნონ და იწვალონ, ყალბი კვლევებითა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებით ეს არ გამოუათ. გეტყვით და დაგამშვიდებთ, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის არჩევნებით კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
