"ხელისუფლებას საბოტაჟი არ გამოუვიდა" - პაატა მანჯგალაძე
ხელისუფლებას საბოტაჟი არ გამოუვიდა, ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იქნება ქართველი ხალხისა და ევროპელების დამსახურება.
„„ქართული ოცნების“ წევრები პლენარულ სხდომაზე ფიზიკურად ჩემკენ იწევდნენ და ტექსტი ჰქონდათ, სათაგურია სტატუსი და საქართველოს თავი შეაყოფინეს იმისთვის, რომ ქვეყანა სათაგურში მოხვდესო და ეს ხალხი ჩემზე როგორ ამბობს, რომ სტატუსი არ მინდოდა? სტატუსის საწინააღმდეგო ერთი ციტატა მაინც მაჩვენეთ. მე შევცვალე რიტორიკა? თავად ამბობდნენ, სტატუსი თქვენთვის დაიტოვეთო. ხელისუფლებისთვის სტატუსის მინიჭება სილის გაწნა იქნება. მათ საბოტაჟი და თავიანთი გეგმა არ გამოუვიდათ. სტატუსს რეკომენდაციების შესრულების გამო არ მოგვანიჭებენ – ნახავთ, რომ ნაწილიც არ იქნება შესრულებული – მოგვანიჭებენ იმის გამო, რომ ეს არ იყოს რუსების წახალისება და არ იფიქრონ, რომ დასავლეთმა მიატოვა საქართველო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
