"ფარულ კენჭისყრას იმდენი სპეკულაცია მოჰყვა, მზად ვართ, კენჭისყრა გამჭვირვალე იყოს ნებისმიერ საკითხზე"
ფარულ კენჭისყრას იმდენი სპეკულაცია მოჰყვა, რომ მზად ვართ, კენჭისყრა გამჭვირვალე იყოს ნებისმიერ საკითხზე, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ერთმანეთს თუ არ ენდობა, ეს მათი პრობლემაა.
„პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის განსაზღვრულია ვადები, რომელსაც ვერავინ გადავა. თუ არ ვცდები, სამ კვირამდეა დარჩენილი და, საბოლოო ჯამში, პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. რეგლამენტში ცვლილებები დაჩქარებული წესით არ შედის. ფარულ კენჭისყრას იმდენი სპეკულაცია მოჰყვა, რომ მზად ვართ, კენჭისყრა გამჭვირვალე იყოს ნებისმიერ საკითხზე. იმპიჩმენტს მხარს ვუჭერთ, მაგრამ არანაირი იმედი არ გვაქვს საპარლამენტო ოპოზიციის, რომელიც ამბობს, რომ მხარს არ უჭერს. თუ თავად ოპოზიცია ერთმანეთს არ ენდობა, ეს მათი პრობლემაა. რა თქმა უნდა, უმრავლესობაში ერთმანეთის მიმართ ნდობა გვაქვს. სალომე სამადაშვილს არაერთხელ ვურჩიე, თავი დაანებოს ბოროტი სიზმრების ახსნას. სჯობს, პარლამენტში მოვიდეს, გახალისდეს და კანონშემოქმედებით პროცესს დიდი დრო დაუთმოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მოხდება.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
