"დროა, პრეზიდენტი გადავიდეს საქმეზე, ლაპარაკის ნაცვლად"- დავით კირკიტაძე
დროა, პრეზიდენტი გადავიდეს საქმეზე, ლაპარაკის ნაცვლად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს აქვს კომპეტენცია, რომ იმოქმედოს.
ამასთან, როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.
„ჩვენი პარტიის პოზიცია და დამოკიდებულება პრეზიდენტთან დაკავშირებით იცით, იმპიჩმენტის პროცედურას, პროცესს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტში და საკონსტიტუციოში დაიწყო, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ, რადგან მიგვაჩნია, რომ არასწორად, არასწორ დროს და არასწორი მოტივაციით არის დაწყებული.
რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგმულ სხვა ნაბიჯებს, მიგვაჩნია, რომ მან უნდა იმოქმედოს, მას აქვს ამის კომპეტენცია და შესაძლებლობა. დროა, გადავიდეს საქმეზე, ლაპარაკის ნაცვლად“, – განაცხადა კირკიტაძემ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
