"ეროვნულ ბანკში რეპრესიები არ არის, სებ-ი განაგრძობს სტაბილურად და ნორმალურად ფუნქციონირებას"- არჩილ თალაკვაძე
ეროვნულ ბანკში რეპრესიები არ არის - სებ-ი განაგრძობს სტაბილურად და ნორმალურად ფუნქციონირებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შიდასაკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია არ აქვს. რაც შეეხება თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების მხარდაჭერის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას, როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ამით მოსალოდნელი კრიზისი აღკვეთეს.
„რეპრესიები არ არის, ეს თქვენი ინტერპრეტაცია. მე არ მაქვს ინფორმაცია შიდასაკადრო გადაადგილებებზე. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, პარლამენტმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღკვეთა ის მოსალოდნელი კრიზისი, რომელიც შეიძლება ზოგიერთი მონაწილის ინტერესებში შედიოდა, მაგრამ არ შედიოდა საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში. ამიტომ ეროვნული ბანკი განაგრძობს სტაბილურად და ნორმალურად ფუნქციონირებას. დანარჩენზე უფლებამოსილი პირები ბანკიდან გააკეთებენ შეფასებებს და კომენტარებს", - განაცხადა თალაკვაძემ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
