"ჩვენ დაუსახლებელ კუნძულზე ხომ არ ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ მსოფლიო პროცესებში"- გიული ალასანია ფარცხალაძეზე
საქართველოში რომ აღუდგა ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა, კარგ შედეგს არ გამოიტანს. ჩვენ დაუსახლებელ კუნძულზე ხომ არ ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ მსოფლიო პროცესებში,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან აქციაზე განუცხადა.
მისივე თქმით, ხშირად ისმის წუწუნი, რომ ხალხი დაიღალა, მაგრამ ხალხის ენერგია უშრეტია.
"ძალიან მიყვარს, როდესაც ხალხი აქტიურობს. ხშირად ისმის წუწუნი, რომ ხალხი დაიღალა, მეც მიჩნდება ხოლმე ასეთი გრძნობა, მაგრამ ხალხის ენერგია უშრეტია. მთავარი მოთხოვნაა, შევინარჩუნოთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.
საქართველოში რომ აღუდგა ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა კარგ შედეგს არ გამოიტანს. ჩვენ დაუსახლებელ კუნძულზე ხომ არ ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ მსოფლიო პროცესებში, მსოფლიოსთან კავშირში ვიყოთ, ცალკე ხომ არ ვიქნებით“, - აღნიშნა ალასანიამ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
