"ისე იშლება რადიკალური ოპოზიცია, რომ მეშინია, შემდეგ პარლამენტში მარტო არ შევიდეთ"- ირაკლი კობახიძე
ისე იშლება არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, არამედ მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, რომ მეშინია, შემდეგ პარლამენტში მარტო არ შევიდეთ, გადავლახოთ ბარიერი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დაშლა კარგია, რადგან ეს სისტემას გააძლიერებს.
„თანდათანობით აქეთკენ მიდის ეს პროცესები. მთლიანობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაშლა არის დადებით პროცესი. ბუნებრივია, ეს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას გააძლიერებს“,-განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
