"ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ლობირებს და ევროპელ პარტნიორებს ეუბნება, რომ ეს უვარგისი ქვეყანაა, მაგრამ ლამაზი თვალების გამო სტატუსი უნდა მოგვცენ"- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ოპოზიციის რადიკალური ნაწილი“ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ლობირებს და ევროპელ პარტნიორებს ეუბნება, რომ „ეს უვარგისი ქვეყანაა, მაგრამ ლამაზი თვალების გამო სტატუსი უნდა მოგვცენ“.
პაპუაშვილმა ეს განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ლობიზმში იგულისხმება და ამ შეხვედრაზეც გამოჩნდა, რომ ისაუბრონ, რომ ჩვენთან არის პოლიტიკური მართლმსაჯულება მაშინ, როდესაც გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მოვისმინეთ, რომ არანაირი პრეტენზია არ არსებობს ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე. ამავე დროს ოპოზიციის ნაწილი აგრძელებს საუბარს, რომ არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება, ოლიგარქია და ა.შ. ბოლოს, რა თქმა უნდა, სტანდარტული ტექსტით ასრულებენ - „მაგრამ მიუხედავად იმ ყველაფრისა, რომ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, არ ვარგა ჩვენი სასამართლო, ჩვენი პოლიცია, არაფერი არ ვარგა ამ ქვეყანაში, მოგვეცით სტატუსი“. ვის უნდა მოატყუონ რომ ეს რაიმე ლობიზმია საერთოდ, როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ ეს არის უვარგისი ქვეყანა, მაგრამ ლამაზი თვალების გამო უნდა მოგვცენ სტატუსი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
