"ოპოზიციური პარტიები შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს თუ იტყვიან, კიდევ ერთხელ აღიარებენ საკუთარ სისუსტეს, რის შესახებაც საზოგადოება ისედაც ინფორმირებულია"- ირაკლი კობახიძე
ოპოზიციური პარტიები არჩევნებში მონაწილეობაზე უარს თუ იტყვიან, კიდევ ერთხელ აღიარებენ საკუთარ სისუსტეს, რის შესახებაც საზოგადოება ისედაც ინფორმირებულია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძის თქმით, ნებისმიერ არჩევნებში არმონაწილეობა ნიშნავს სისუსტის აღიარებას.
„რეალურად, ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ხედავთ, რა ვითარებაა. მათ ძალიან დასუსტებული აქვთ პოზიციები და შემცირებული რეიტინგები, რაც ბუნებრივიც არის. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე როცა ხაბეიშვილია, ბუნებრივია, რაიმე პარტიულ სიძლიერეზე ლაპარაკი ზედმეტია. ასევე, როცა მათი არაფორმალური მმართველი არიან კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ოპოზიცია ძლიერი ვერ იქნება. იგივე ეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ არჩევნებში არმონაწილეობა საკუთარი სისუსტის აღიარებაა. ამ შემთხვევაშიც არჩევნებში მონაწილეობაზე უარს თუ იტყვიან, კიდევ ერთხელ აღიარებენ საკუთარ სისუსტეს, რის შესახებაც საზოგადოება ისედაც ინფორმირებულია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ დღეს გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქში მერის შუალედური არჩევნების კანდიდატურები წარადგინა.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია