"ვილნიუსის სამიტზე ბევრი რამ მივიღეთ, უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ ჩვენი ერისთვის და პრეზიდენტისთვის ესეც უდიდესი გამარჯვებაა"
შემდგომი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელიც აშშ-ში ჩატარდება, მისი ქვეყნისთვის გამარჯვებით დასრულდება.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, მისმა ქვეყანამ ძალიან ბევრი მიიღო ნატო-ს ვილნიუსის სამიტიდან, ხოლო შემდგომი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელიც აშშ-ში ჩატარდება, მისი ქვეყნისთვის გამარჯვებით დასრულდება.
„ძალიან ბევრი მივიღეთ. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ, რაც ახლა მივიღეთ, - ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი პრეზიდენტისთვის, უდიდესი გამარჯვებაა“, - განაცხადა დანილოვმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანება ომის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის, თითქმის შეუძლებელი ამოცანაა და უკრაინელებს მოთმინების უნარი აქვთ.
„ჩვენ „საშინაო დავალება“ უნდა შევასრულოთ იმისთვის, რომ ნატო-ს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმი „ხუთიანზე“ შესრულდეს“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
