"მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში" - 44 ევროდეპუტატი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს
„ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემოთ აღნიშნული ხელმომწერი წევრები, ვწერთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეძრწუნება და შეშფოთება ონლაინ სასამართლო სხდომის აღმაშფოთებელი ვიზუალური მტკიცებულებების გამო, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა და რომელიც ცალსახად ასახავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფ და მძიმე გაუარესებას. აშკარაა, რომ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა ღრმად შემაშფოთებელია, მძიმე შედეგებისა და ადამიანის სიცოცხლის დაკარგვის პოტენციალით. ჩვენ გვჯერა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ მისი ამჟამინდელი სამედიცინო ღონისძიებები არც უზრუნველყოფს და არც ხელს უწყობს მის სწრაფ გამოჯანმრთელებას.
აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაუდებელი ზომები იქნას მიღებული ამ სიტუაციის სასწრაფოდ გამოსასწორებლად, ვიდრე ის კრიტიკულ სტადიას მიაღწევს.
სააკაშვილის მდგომარეობის დაჩქარებული გაუარესების გათვალისწინებით, ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემოთ აღნიშნული ხელმომწერი წევრები, სასწრაფოდ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
როგორც ევროპარლამენტის წევრები, ხაზს ვუსვამთ უნივერსალური ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობას, რომელიც იცავს თითოეული ადამიანის ღირსებას და წარმოადგენს ევროკავშირის საფუძველს. ველით, დათქმის გარეშე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, ასევე კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ გამოხატონ თავიანთი ურყევი ერთგულება ამ საერთო ევროპული ღირებულებების მიმართ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტური ჰუმანიტარული პრინციპების, მათ შორის ძირითადი ადამიანური თანაგრძნობისა და ყოველი ინდივიდის უფლებას, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება.
ჩვენ გვჯერა, რომ დაუთმობთ ამ საკითხს დიდ ყურადღებას და გადადგამთ აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოთ სააკაშვილის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 44 ევროპარლამენტარი.
ევროდეპუტატები განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე ავრცელებენ.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
