"სერგეენკოსთან გვექნება მეგობრული კონსულტაციები და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას" - კობახიძე
სესიებზე გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა და ამის გამო განიხილება საპროცედურო კომიტეტზე დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, დავით სერგეენკოსთან ექნებათ მეგობრული კონსულტაციები და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
„უბრალოდ, როგორც ვიცი, გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა და ამის გამო განიხილება საპროცედურო კომიტეტზე ეს საკითხი, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ჩვენ გვექნება კონსულტაციები ბატონ დავითთან და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.
არაფერს არ ვუკავშირებ, ბატონი დავითი არის ჩვენი მეგობარი, გვექნება მეგობრული კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სურს ბატონ დავითს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება. კონსულტაციები გვიჩვენებს ყველაფერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დავით სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე 14 ივლისს იმსჯელებს.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
