"არ ვიცი, უკრაინა რა როლს ითამაშებს საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით, მგონია, რომ, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სტატუსს მოგვცემენ"
მომეწონა უკრაინის დემარშზე საქართველოს საგარეო უწყების განცხადება, რომელიც იყო მოზომილი და ადეკვატური, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, არ იცის, უკრაინა რა როლს ითამაშებს საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით, მაგრამ ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„ჩემთვის ვიფიქრე, იქნებ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინასთან ურთიერთობა ამ რეჟიმში გააგრძელოს-მეთქი. არის პინგპონგი, ხან ერთი აშავებს, ხან – მეორე, ხან ერთი გადაამლაშებს, ხან – მეორე. იქნებ დაპაუზდეს საქართველოს ხელისუფლება-მეთქი, მაგრამ ისევ აგრძელებენ პინგპონგს. არ ვიცი, უკრაინა რა როლს ითამაშებს საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან მგონია, რომ, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სტატუსს მოგვცემენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას მიმართავს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
