"სინამდვილეში, საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის თემას ამ ქვეყნის ინტერესებს სწირავს"- იაგო ხვიჩია
არ ვეთანხმები არც საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის გამო ურთიერთობა გაიფუჭეს ჩვენს პარტნიორებთან და არც ზელენსკის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის თემას ამ ქვეყნის ინტერესებს სწირავს.
„საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის თემას უკრაინასთან, ამ სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭებას არჩევს. ეს არის მცდარი, ისევე როგორც მცდარი იყო უკრაინის პრეზიდენტის მიერ საკითხის ასე დაყენება, რომ ურთიერთობას გავიფუჭებ თქვენთან, თუ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ. ასევე, საქართველოსგან, თუ სააკაშვილის პატიმრობას არ შეეგუებით, თქვენთან ურთიერთობას გავაფუჭებ, მთელ სამყაროს ეუბნები. ეს ორივე მცდარია. სინამდვილეში, საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის თემას ამ ქვეყნის ინტერესებს სწირავს.
მიხეილ სააკაშვილი, რომ დაიჭირეს პირველივე დღეს ვიძახდით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადააგზავნეთ, რათა არ შევაფერხოთ ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი. მე ახლაც ამას გავაკეთებდი, გადავაგზავნიდი მიხეილ სააკაშვილს შეფუთულს საზღვარგარეთ სამკურნალოდ და სანაცვლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვთხოვდი 12-პუნქტიან გეგმაზე მხარდაჭერას და კონსენსუსს ევროინტეგრაციის პროცესში“, – განაცხადა ხვიჩიამ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
