"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპულმა საბჭომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს"- ირაკლი კობახიძე
ხვალ დეტალური პრეზენტაცია მექნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა 12 პუნქტი - საბოლოო ჯამში, საბაბსაც არ დავტოვებთ იმისთვის, რომ ვიღაცამ დაბლოკოს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა, ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომელთაც არ სურთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
„ხვალ დეტალური პრეზენტაცია მექნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა 12 პუნქტი, რა არის ამ მიმართულებით ჩვენი სამომავლო გეგმები. იქ დეტალურად გავაცნობ საზოგადოებას და მედიას ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის დღევანდელი მდგომარეობა.
რეალობა არის ის, რომ პრინციპულად შევასრულეთ 12-ვე პუნქტი, გარკვეული საკითხები რჩება, რაზეც მათ შორის, ევროკომისარი საუბრობდა, ამაზეც გვექნება დეტალური განმარტება. საბოლოო ჯამში, საბაბსაც არ დავტოვებთ იმისთვის, რომ ვიღაცამ დაბლოკოს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ქვეყნის შიგნით ვიცით, ვინც არის, შესაძლოა, ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომელთაც არ სურთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპულმა საბჭომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
