"რაც უფრო მეტ ხანს დააყოვნებენ უკრაინა და დასავლეთი მშვიდობიანი მოგვარების საკითხს, მით უფრო რთული იქნება მოლაპარაკება"
რაც უფრო მეტხანს დააყოვნებენ უკრაინა და დასავლეთი მშვიდობიანი მოგვარების საკითხს, მით უფრო რთული იქნება მოლაპარაკება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მთელი დასავლეთი და უკრაინა უარს ამბობენ მოლაპარაკებებზე და დასავლეთის მხრიდან უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სერიოზული წინადადებები არ ყოფილა.
სერგეი ლავროვის განცხადებით, ზოგიერთი ქვეყანა უკრაინაში ჯარებს გზავნის დაქირავებული მებრძოლების საფარქვეშ და კონფლიქტის ზონაში ბევრი უცხოელი სპეციალისტია.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
