"შესაძლებელია, მოხდეს გარკვეულ წილად ახალი დათქმების დამატება" - ალექსი პეტრიაშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
„რეალურად, ჩვენ სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ საერთაშორისო, ევროპული თანამეგობრობა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, თვითონ ევროკომისია კეთილგანწყობილები არიან, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი,"- ამის შესახებ FirstNews.ge-თან საუბარში "რონდელის ფონდის" უფროსმა მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია იმ 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც ევროკომისიის მიერ გასულ წელს განისაზღვრა.
"ამ რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რომ არ მოხდეს ხელაღებით უარის თქმა, ჩემი ვარაუდითა და ცალკეული ინფორმაციების გათვალისწინებით, რომელიც გამაჩნია, არის შესაძლებელი, რომ მოხდეს გარკვეულ წილად ახალი დათქმების დამატება. ანუ ეს საკითხი 2024 წლის არჩევნების ჩატარებას მიებას. რა თქმა უნდა, ეს არ არის დამტკიცებულად გახმაურებული ინფორმაცია, სხვადასხვა ვერსიებზე არის მსჯელობა და მეც ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ეს იყოს ერთგვარი კომპრომისული გამოსავალი ამ სიტუაციაში. თუ ევროკომისია არ დარწმუნდება, რომ ეს რეკომენდაციები სრულფასოვნად ან მნიშვნელოვან წილად შესრულდა, მაშინ, შესაძლოა იფიქრონ ერთგვარ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც არ ნიშნავს უარს, რომელიც ნიშნავს, ამ პირობის აუცილებელი დათქმით შესრულებას. იმისდა მიხედვით, თუ როგორ ჩატარდება 2024 წლის არჩევნები,“ - განმარტა ჩვენთან საუბარში ალექსი პეტრიაშვილმა.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ