"რუსეთი საქართველოს განიხილავს როგორც უკანა ეზოს, ჩვენს ტერიტორიაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავენ" - ვასო ურუშაძე
რუსეთის ფედერაცია საქართველოს განიხილავს როგორც რუსეთის უკანა ეზოს, თავად გეგმავენ ჩვენს ტერიტორიაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გააფართოვეს ლარსის საბაჟო ტერმინალი, რომ უფრო მარტივად მოახერხონ სანქციების გვერდის ავლა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ადასტურებს, რომ საქართველოს გამოყენებით, რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ახერხებს, რასაც ქვეყნის ხელისუფლება ხელს უწყობს.
„მას შემდეგ, რაც ზუსტად ერთი წლის წინ რუსეთის ტერორისტული რეჟიმის ხელმძღვანელმა პუტინმა ე.წ პარალელური იმპორტი დაუშვა, ამ საფრთხეზე ვსაუბრობთ, რომ რუსეთი საქართველოს დახმარებით, თავის ტერიტორიაზე სანქცირებული პროდუქციის შეტანას ახერხებს და ეს უკვე დადასტურდა საერთაშორისო კვლევებით, დასტურდება რუსი პროპაგანდისტი სპიკერების განცხადებებითაც. ისინი განგვიხილავენ როგორც რუსეთის უკანა ეზოს, როგორც რუსეთის გუბერნიას, თავად გეგმავენ ჩვენს ტერიტორიაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გააფართოვეს ლარსის საბაჟო ტერმინალი, რომ უფრო მარტივად მოახერხონ სანქციების გვერდის ავლა. ეს ადასტურებს, რომ საქართველოს გამოყენებით რუსეთი ახერხებს სანქციებისთვის გვერდის ავლას. მონაწილეობს სომხეთი ყაზახეთი ბელორუსი და ყირგიზეთი, მაგრამ მთავარი არის საქართველო. რომ არა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა, ვერ მოხდებოდა ეს. მათ აქვთ გარანტიები ივანიშვილისგან, რომ არ შეეშლებათ ხელი ამ სქემაში. სქემა კი შემდეგია - რომ შემოდის პროდუქტები საქართველოში, საქართველოდან კი გადის ევრაზიული კავშირის ქვეყნებში და შემდეგ რუსეთში. ამ ყველაფერს საქართველოს ხელისუფლება უწყობს ხელს პრევენციული ღონისძიებების გატარების მაგივრად, ნაცვლად იმისა, რომ დასავლეთის პარტნიორი იყოს და არ მისცეს რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალება“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
