"ჭიათურაში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე “ჯორჯიან მანგანეზთან” ერთად პასუხისმგებელია „რუსული ოცნება“
ჭიათურაში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, “ჯორჯიან მანგანეზთან” ერთად, პასუხისმგებელია „რუსული ოცნება“, რომელიც მაღაროებს, სახელმწიფოსაგან დანიშნული დროებითი მმართველის მეშვეობით მართავს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ „ოლიგარქიულმა კლანმა“, უარი თქვას მაღაროელთა დამცირებასა და მათი მძიმე შრომის ფასად პირად ინტერესებზე.
“ჭიათურაში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, “ჯორჯიან მანგანეზთან” ერთად, პასუხისმგებელია „რუსული ოცნება“, რომელიც მაღაროებს, სახელმწიფოსაგან დანიშნული დროებითი მმართველის მეშვეობით მართავს.
ჭიათურელ მაღაროელთა ნაწილი, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ხოლო რამდენიმე მაღაროელი, ხელისუფლების უგულო დამოკიდებულების გამო, იძულებული გახდა, მიეყენებინა თვითდაზიანება და პირი და თვალები ამოეკერა.
ჭიათურელი მაღაროელები ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებსა და ღირსეულ ანაზღაურებას, რასაც დამსაქმებელ კომპანიასა და ხელისუფლებას, კანონი ავალდებულებს.
ამიტომ, მათი სამართლიანი მოთხოვნები სასწრაფოდ უნდა დაკმაყოფილდეს, რათა თავიდან ავიცილოთ სოციალური აფეთქება და მაღაროელთა თვითდაზიანება.
ამისათვის კი, აუცილებელია რომ ილიგარქიულმა კლანმა, უარი თქვას მაღაროელთა დამცირებასა და მათი მძიმე შრომის ფასად პირად ინტერესებზე. კლანი მდიდრდება, მაღაროელები კი, უმძიმეს დღეში არიან. ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს”, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
