"პუტინის აგრესიული ტენდენცია ჯერ საქართველოში შეჭრის დროს გამოვლინდა" - იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალურმა მდივანმა დასავლეთის დემოკრატიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამი პრიორიტეტი დაასახელა.
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის აზრით, ამ პრიორიტებიდან პირველი არის უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
„ამჟამად ჩვენ უსაფრთხოების კრიტიკულ მომენტს განვიცდით. დიდი მსოფლიო ძალების შორის კონკურენცია იზრდება.
პუტინმა დააბრუნა ომი ევროპაში. ცივი ომის შემდეგ რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების იმედი გვქონდა. თანდათან რუსეთის პრეზიდენტის ქცევაში აგრესიული ტენდენციის შედეგად ეს იმედები გაქრა“, - განაცხადა ნატოს ხელმძღვანელმა.
მან ასევე განმარტა, რომ აღნიშნული ტენდენცია ჯერ საქართველოში რუსეთის ჯარის შეჭრის დროს გამოვლინდა, შემდეგ კი - რუსული არმიის ქმედებებში სირიაში (ალეპოში), ყირიმში და დონბასზე.
„უკრაინაში ფართომასშტაბიანმა შეჭრამ კი საბოლოოდ წაშალა ნებისმიერი ილუზია რუსეთთან კონსტრუქციულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
