"დაიწყეთ ერთმანეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან! დაივიწყეთ ურთიერთწყენები და ურთიერთპრეტენზიები!"- ნიკა გვარამია
ძირს ბელოგრუზია! დიდება საქართველოს!, - ამ სიტყვებს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, მსჯავრდებული ნიკა გვარამია სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
გვარამია აღნიშნულით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ახლა ურთიერთწყენების დავიწყების დროა.
„რუსული რეჟიმის მიერ სუფთა ფურცლის გამო დაკავებებს ქართულმა პროდასავლურმა პოლიტიკურმა სპექტრმა და სამოქალაქო საზოგადოებამ „სუფთა ფურცლის ინიციატივით“ თუ არ უპასუხა, საქართველო დამოუკიდებლობას დაკარგავს. დაიწყეთ ერთმანეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან! დაივიწყეთ ურთიერთწყენები და ურთიერთპრეტენზიები! შეეშვით წარსულს და მუდმივად უკან ნუ იხედებით! კონცენტრირდით მომავალზე და იარეთ მხოლოდ წინ! საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა! ძირს ბელოგრუზია! დიდება საქართველოს!“, - წერს გვარამია.
სიახლეები
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
- საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – ,,საქსტატი”
- ,,ბოლო თვეებში, მე გავხდი სასტიკი და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი"- ილია თოფურია
- „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება"- გიორგი შარაშიძე
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა
