"სამწუხარო რეალობაა, რომ ცალკეული პირები პრეზიდენტისგან გვარამიას შეწყალებასაც დაჟინებით ითხოვენ"
სამწუხარო რეალობაა, რომ ცალკეული პირები პრეზიდენტისგან გვარამიას შეწყალებასაც დაჟინებით ითხოვენ, ეს თხოვნა არაა და არის პირდაპირი მოთხოვნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყურს მოხვდა ის განცხადებები, სადაც ეს პირები პლაკატებით იყვნენ მისული.
„პრეზიდენტისგან გვარამიას შეწყალებას არათუ ითხოვდნენ, არამედ მუქარანარევი ინტონაციით და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართავდნენ პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს. ვინ არის გვარამია? ეს არის ერთ-ერთი მათგანი, ვისაც პრეზიდენტის მიმართ წარმოუდგენელი შეურაცხმყოფელი და უხამსი შეფასებები ჰქონდა. მათ შორის, ამ ადამიანს ეთერში ისეთი სიტყვებით მოიხსენიებდა, არ აღიარებდა და არ ცნობდა, დღეს კი ცნობენ. რა შუაშია გვარამია? ქვეყნის მოსახლეობისთვის ისეთი აპოკალიფსური სურათი არ არის, რასაც თითქოს თქვენ ხატავთ, რომ გვარამიასთან მიმართებაში რაღაც საოცრება ხდება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ