"მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის რიტორიკა შესაბამისობაში მოდის ქართველი ხალხის ნებასთან"- ნიკა მელია
მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის რიტორიკა შესაბამისობაში მოდის ქართველი ხალხის ნებასთან - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განუცხადა, სადაც ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.
როგორც მელიამ აღნიშნა, პრეზიდენტისთვის ნებისმიერი უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანის შეწყალება არა ვალდებულება, არამედ, უფლებაა.
„ადამიანური თვალსაზრისით, სრულიად განსხვავებული ვალდებულება მაქვს, ვიდრე შესაძლებელია ძალიან ბევრ აქ მყოფს ჰქონდეს. რაც შეეხება პოლიტიკურ კომპონენტს, არ შეიძლება პროზაულად აქციო პოლიტიკური პატიმრობა ქვეყანაში და ამავე დროს გინდოდეს ევროპული, დასავლური ფასეულობები და ღირებულებები პრევალირებდეს სხვა დანარჩენ ღირებულებებზე. ეს უბრალოდ ოქრიმორინია, ერთმანეთთან არ მოდის თანხვედრაში. მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის რიტორიკა შესაბამისობაში მოდის ქართველი ხალხის ნებასთან და ქართველი ხალხის კონტექსტთან. ბოლო პერიოდში შეიცვალა კონტექსტი მსოფლიოში და შეიცვალა მისი რიტორიკაც. რამდენად დაუბრუნებს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლებას ნიკა გვარამიას, ამას მომავალი გვაჩვენებს. მოგვწონს - არ მოგვწონს, ფაქტია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილისთვის ნებისმიერი უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანის შეწყალება არა ვალდებულება, არამედ, უფლებაა. მინდა დავიჯერო, რომ ამ უფლებას ის გამოიყენებს და რეალიზებას მოახდენს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ და არ კერძოდ ნიკა გვარამიასთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია