"ხაბეიშვილი არ არის ავტორიტეტი" - გია ხუხაშვილი
„ნიკა მელია რომ პარტიის თავმჯდომარე ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა. ხაბეიშვილს ავტორიტეტად, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავინ თვლის“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევას, რომელთაც მხარი რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა.
ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლების კოზირი არის ოპოზიცია.
მისივე განცხადებით, პარლამენტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ხაბეიშვილი არ არის ავტორიტეტი. მელია რომ ყოფილიყო თავმჯდომარე უბრალოდ ვერ გაბედავდნენ, მოერიდებოდათ, ცოტა მეტი დისციპლინა იქნებოდა. ხაბეიშვილმა ტრიბუნით სირბილის მეტი რა იცის?! მე დარწმუნებული ვარ, რომ ხაბეიშვილს ავტორიტეტად, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავინ თვლის. მით უმეტეს, ხაბეიშვილს კიდე უფროსები ყოფილა ორი, თუ სამი. როდესაც ადამიანები ელემენტარულ რაღაცაზე ვერ თანხმდებიან, ან თანხმდებიან და მერე შესრულება უჭირთ, ამათ ქვეყანას კი არა ორ ბატს ვერ ჩააბარებ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ამასთან ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს მთლიანად ოპოზიციის სისუსტეზე დგას.
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, ასევე, დასძენს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, ფაქტობრივად, მოკლეს.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ