"გაუგებარია, რატომ უნდა მიესალმებოდეს საქართველო ასეთი სასტიკი აგრესორის საჩუქარს"
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის გასაგებია ქართველი ხალხის ნაწილის შეშფოთება ამ გადაწყვეტილებით.
კელი დეგნანის თქმით, საქართველოსთვის მისასალმებელი არ უნდა იყოს ასეთი საჩუქარი იმ ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიები.
„ჩემთვის გასაგებია ის შეშფოთება, რომელსაც ბევრი ქართველი გამოხატავს მოსკოვთან პირდაპირი ფრენების გახსნასა და რუსეთთან სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით. საკითხავი ის არის, თუ რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს ახლა. ვფიქრობ, ქართველები გაცილებით უფრო კმაყოფილები იქნებოდნენ, პუტინს ჯარები რომ გაეყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან წაეღო აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება. რაც შეეხება ავიაკომპანიებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი, რადგან ბევრ ასეთ ავიაკომპანიას არ აქვს სათანადო ნაწილები და მომსახურება. ეს აჩენს შეშფოთების ლეგიტიმურ საფუძველს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მართლაც გაუგებარია, რატომ უნდა იყოს საქართველოსთვის მისასალმებელი ასეთი საჩუქარი ისეთი სასტიკი აგრესორისგან, როგორიც რუსეთია“, - განუცხადა დეგნანმა ჟურნალისტებს.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
