"ყველას შეუძლა მივიდეს ამა თუ იმ აქციაზე, არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე?!"- კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გასულ წელსაც იმსახურებდა, რადგან ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული.
მისივე თქმით, სტატუსის არ მინიჭება საქართველოსთვის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
„ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. მართალია, გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, მაგრამ პირველი, ვინც ამას იმსახურებდა, ჩვენ ვიყავით. არ იფიქროთ, რომ ომში მყოფ ქვეყანას რამეს ვაყვედრით. ღმერთმა დამიფაროს. პირიქით, ყოველთვის გამიხარდება უკრაინელების წარმატება, თუმცა, რეალურად რომ შევხედოთ, პარამეტრებით და ციფრებით, საქართველო არის პირველი, ვისაც კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული - რეფორმების განხორციელება, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.
კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, თუ რატომ მოხდა ეს. საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან სანქციებს არ უერთდება, არ იწყებს ომს და არ ხსნის მეორე ფრონტს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ერთგვარ ბერკეტად გამოიყენეს. ამის შემდეგ მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ასრულებს თუ არა ხელისუფლება მითითებას ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 12-პუნქტიან გეგმაში მათზე საუბარი არ არის.
„ჩვენი ხელისუფლება მზადაა, ზედმიწევნით შეასრულოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უკვე ჩვენზე დამოკიდებული არ არის. თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება. თუ არ მოგვცემენ, არც ეს არის პრობლემა. ამ 12-პუნქტიან გეგმაში არც გვარამია და არც კრიმინალი სააკაშვილი ნახსენები არ არიან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
