"დეოლიგარქიზაციის არც ერთ პროექტს მხარს არ დავუჭერთ"-იაგო ხვიჩია
დეოლიგარქიზაციის არც ერთ პროექტს მხარს არ დავუჭერთ, რადგან ამ ქვეყანას რა პრობლემაც აქვს, არ ჰქვია ოლიგარქია, ერთპიროვნული მმართველობა ჰქვია, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ორივე პროექტი, რომელიც პარლამენტში განიხილება, უფრო პრობლემებს შექმნის, ვიდრე მოაგვარებს.
„ეს პრობლემა იყო ყოველთვის, როცა ოლიგარქები გვმართავდნენ და არ გვამართავდნენ. არასწორი სახელის დარქმევა ხდება, ასევე ეს იწვევს მეორე პუნქტის დარღვევას, კანონებით ერთმანეთთან ბრძოლა არ არის ჩემი აზრით დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.
ჩვენ ოდითგანვე გვქონდა ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა, ეს უფრო მეტი პრობლემაა ჩემი აზრით, ოლიგარქია შეიძლება უკეთესი მმართველობის ფორმა იყოს, ვიდრე ერთპიროვნული მმართველობა", - განაცხადა ხვიჩიამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, დღევანდელ სხდომაზე, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს.
დღეს გახდება ცნობილი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე როგორ შეიცვლება პროექტი და რა ცვლილებები აისახება მასში.
დღესვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებულ პროექტზეც იმსჯელებს.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
