"სამართლიანობის აღდგენის იდეით მოსული „ქართული ოცნება“ დასანქცირებულების ძმაკაცი გახდა"- იაგო ხვიჩია
სამართლიანობის აღდგენის იდეით მოსული „ქართული ოცნება“ დასანქცირებული ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის ძმაკაცი გახდა - ამაზე დიდი უბედურება და უარესი, რა შეიძლება დამართოდა ხელისუფლებას და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს?! - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ნორმალურ ქვეყანაში სანქცირებულ მოსამართლეთა პრობლემა მოგვარდებოდა იმით, რომ სისტემიდან ულაპარაკოდ გაუშვებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ პრემიერ-მინისტრი სრულ თანადგომას უცხადებს, უნდა მოგვარდეს იმით, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.
„გახსოვთ, 2012 წელს „ქართული ოცნება“ რა დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში? - ეს იყო დაპირება სამართლიანობის აღდგენის შესახებ. ვისგან უნდა აღედგინა სამართლიანობა - მურუსიძისგან, ჩინჩალაძისგან და ზოგადად, იმ სასამართლოსგან, რაც გვაქვს და რომელიც „ნაცების“ დროს ხალხს აწამებდა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობამდე მოვიდნენ და რა დონეზე დაეშვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომ მოსამართლეებს, რომელთაც სანდრო გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის „ქეისი“ ამძიმებს და ძველი დროიდან მოყოლებული პასუხს სთხოვენ, დღეს მათი ძმაკაცი გახდა და ამბობს, რომ დღეს მე მურუსიძის მეგობარი ვარ!
მორჩილ სასამართლოზე როგორც „ნაცებმა“ ვერ თქვეს უარი, ასევე უარი ვერ თქვეს „ქოცებმა“, რაც საბოლოო ჯამში, იქამდე მივიდა, რომ პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მთავარი პარტნიორის, აშშ-ს მიერ დასანქცირებულ მოსამართლეებს ეხუტება და ქართველი ხალხისგან დისტანცირდება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
