"რუსებმა ბუჩაში 1 400-ზე მეტი უკრაინელი მოკლეს, ჩვენ მათ არასოდეს ვაპატიებთ"
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის 1 400-ზე მეტი მოქალაქე მოკლეს.
მისივე თქმით, მოკლულთა შორის 37 ბავშვი იყო.
„ბუჩა. ოკუპაციის 33 დღე. 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, აქედან 37 ბავშვი. 175-ზე მეტი ადამიანი იპოვეს მასობრივ საფლავებში და წამების კამერებში. ბუჩა ოკუპანტი ქვეყნის არმიის სისასტიკის სიმბოლოა. ჩვენ მათ არასოდეს ვაპატიებთ, ჩვენ ყველა დამნაშავეს დავსჯით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
