"ანტიდასავლური განცხადებები ცეცხლთან თამაშია, ხალხი ამას არ გადაყლაპავდა" - ალეკო ელისაშვილი
ანტიდასავლური განცხადებები ცეცხლთან თამაშია, ხალხი ამას არ გადაყლაპავდა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ალეკო ელისაშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გაწვევას გამოეხმაურა.
„რა რჯიდათ, რატომ გააკეთეს? ცარიელ ადგილზე ამხელა პრობლემა წარმოქმნეს. რა დამართეს ქვეყანას ან დემონსტრანტებს, სპეცრაზმელებს? ყველა გვეუბნებოდა, ნუ აკეთებთ ამასო. ცეცხლთან თამაშია ანტიდასავლური განცხადებები, ევროპარლამენტარების ლანძღვა. თურმე ევროკავშირი თვითმიზანიც აღარ ყოფილა. ვამბობდით, რომ ხალხი ამას არ გადაყლაპავდა. ასე ემართებათ ამპარტავნობის შემდეგ. ხელისუფლებაში რომ არიან, ჰგონიათ, არიქა, ყველაფერი შეუძლიათ. მაგათ მდგომარეობაში ყოფნა როგორია? სამი დღის წინ რიხით მიაჭირეს ხელი და დღეს წინააღმდეგ წავიდნენ. მაგათ ადგილზე მერჩივნებოდა, მიწა გამსკდომოდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარლამენტმა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენით ჩააგდო.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
