პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია
პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ ლევან იოსელიანის კანდიდატურას დღევანდელ სხდომაზე უყარა კენჭი. კენჭისყრის შედეგად, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არც ერთი წავიდა.
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად პარტია „მოქალაქეებმა“ წარადგინა.
თავდაპირველად სახალხო დამცველის თანამდებობაზე 19 კანდიდატი შეირჩა, თუმცა მხარეებმა საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერ შეძლეს. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე 19-ვე კანდიდატი ჩავარდა.
ლევან იოსელიანი 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები“ , 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. იოსელიანმა 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. მიიღო მაგისტრის ხარისხი ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლაში. 1999–2000 წლებში იყო „საქართველოს ბანკის“ იურისტი, 2000–2001 წლებში „თიბისი ბანკის“ მთავარი იურისტი. 2008 – 2016 წლებში იყო „ლევან იოსელიანის იურიდიული კომპანიის“ იურისტი, 2018 – 2020 წლებში ააიპ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
