პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ დაპირისპირებაა
საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს აპროტესტებენ, ხმაურია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის კვლავ დაპირისპირებაა.
პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე წევრი დააკავა, არსებული ინფორმაციით, მათ შორის არიან: ვანო მაღალაშვილი, ნიკა ნარსია და ჟურნალისტი, ზურაბ ვარდიაშვილი.
სავარაუდოდ, აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით კვერცხები ისროლეს.
ცნობისთვის, მანამდე პარლამენტთან პოლიციამ 4 პირი დააკავა. აქციის მონაწილეები ე.წ. უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
