"2012 წელს პუტინს ძალიან გაუმართლა, მან წააგო ომი, მაგრამ მოიგო არჩევნები"
იცით, რა მოხდა საქართველოში? 2012 წელს პუტინს ძალიან გაუმართლა, რადგან მან წააგო ომი, მაგრამ მოიგო არჩევნები და საქართველოში არ მოუწია არანაირი საომარი მოქმედებების წარმოება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ფაქტი, რომ უკრაინაში რუსეთს არ აქვს პოლიტიკური გამარჯვების შანსი, უკრაინის რეალური დამოუკიდებლობის გარანტიაა. ჩვენ მომავალში უნდა მივაღწიოთ ამას“.
„იცით, რა მოხდა საქართველოში?! 2012 წელს პუტინს ძალიან გაუმართლა, რადგან მან წააგო, ვერ მოიგო ომი, მაგრამ მოიგო არჩევნები. იმიტომ, რომ როდესაც თქვენთან მორიგი რევოლუცია მოხდა და მან დაკარგა პრეზიდენტი იანუკოვიჩი, იძულებული გახდა, დაეწყო ასეთი აგრესიული ომი. საქართველოში მას არ მოუწია არანაირი საომარი მოქმედებების წარმოება, რადგან არჩევნებში მოიგო. ეს ფაქტი, რომ უკრაინაში რუსეთს არ აქვს პოლიტიკური გამარჯვების შანსი, უკრაინის რეალური დამოუკიდებლობის გარანტიაა. ჩვენ მომავალში უნდა მივაღწიოთ ამას“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
