"ქუჩიდან რომ უბღვერ პარლამენტს, უფრო მეტი შიში აქვთ შიგნით"- თაკო ჩარკვიანი
„ძალა ერთობით“ უნდა მოვახერხოთ, რომ შევაკავოთ ძალიან როლში შეჭრილი აღვირახსნილების ხელისუფლება - მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში ვერ გამოვიდა და ახლა მივადექით ბოიკოტს , - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
თაკო ჩარკვიანის თქმით, როცა პარლამენტს „ქუჩიდან უბღვერ“, მაშინ პარლამენტში ცოტა უფრო მეტი შიში ექნებათ.
„მე მგონია, რომ „ძალა ერთობით“ უნდა მოვახერხოთ, რომ ძალიან როლში შეჭრილი აღვირახსნილების ხელისუფლება შევაკავოთ, რომელიც ვეღარ გრძნობს, რომ ხალხი გაჭირვებულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში ვერ გამოვიდა და ახლა მივადექით ბოიკოტს, ახლა გვინდა, რომ ქუჩა მოვამძლავროთ. ქუჩიდან რომ შენ პარლამენტს უბღვერ, ცოტა უფრო მეტი შიში აქვთ შიგნით, ამიტომ ვაკეთებთ ამას და არავინ არ არის მოხალისე, რომ ამ ყინვაში გარეთ ვიყოთ, მართლა გულწრფელად ვიბრძვით, რადგან ხელისუფლებამ თავზე ხელი აიღო“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ასევე, თაკო ჩარკვიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს უცხოელი ექსპერტები ეუბნებიან, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოწამლულია, ამიტომ გასაკვირი იქნებოდა, პარტია ბოიკოტის რეჟიმში რომ არ გადასულიყო.
„უცხოელი ექსპერტები ეუბნებიან, რომ მისი პარტიის ლიდერი მოწამლულია, მძიმედ არის, ყოველდღე მძიმდება, კვდება ციხეში და ჩვენ ხომ ის უნდა გვიკვირდეს, რომ ლევან ხაბეიშვილი ახლა მოკალათებული იყოს პარლამენტში და ბოიკოტში არ იყოს? - მე მაგალითად ეს უფრო გამიკვირდებოდა. დაიწყო ამ ადამიანმა მოქმედება.
ვერ შეთანხმდნენ პარტიაში, ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ სტატუსი დადო არ ვეთანხმებიო, ამიტომ, როცა ერთობა არ არის, გათითოკაცებით გამოსვლა არის ყველაფრის განადგურება. სამი დღეა ეს ადამიანი თავმჯდომარეა, სამი დღეა არ სძინავს, რამდენადაც ჩვენ ვიცით ამ ადამიანს ჩაფიქრებული აქვს ასეთი რამ, დაიწყოს... აკრიფოს რეგიონებიდან... ასე ნელ-ნელა ეს ბიჭი დაიწყებს მოქმედებას. მისი პარტიის დამფუძნებელი კვდება ციხეში და რა ქნას დაიძინოს? ხალხო ვერ გავიგე რა გვინდა მოქმედებს ოპოზიცია, არ გვინდა, არ მოქმედებს ოპოზიცია, რატომ არ მოქმედებსო. დაიწყო ამ ადამიანმა, ჩვენ ამოვუდექით მხარში ამ ბოიკოტით“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
