"ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ სამარცხვინო განცხადებები უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდან"- ირაკლი კობახიძე
ბახმუტში უნდა გავუშვათ თუ სად უნდა გავუშვათ სამკურნალოდ, გინდათ კიევში და ლვოვში. ეს ხომ სირცხვილია და ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ჩვენ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, - ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემმიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან".
კობახიძის თქმით, იუსტიციის მინისტრმა შესთავაზა, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი, რასაც მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
„ყველაზე სათუთი ფსიქიკა აღმოაჩნდა მიხეილ სააკაშვილს 9 ათას პატიმარს შორის. გაუგონარ რაღაცებზე ვსაუბრობთ. სირცხვილიც არის ასეთ თემებზე ლაპარაკი რომ გვიწევს, ეს ერთი.
მეორე, იუსტიციის მინისტრმა გააკეთა ღია შეთავაზება, ჩამოეყვანათ ნებისმიერი ექიმი, აქ ყველანაირი აპარატურა არის, არაჩვეულებრივი პირობებია, ყველაფერი. თუ ექიმები არ მოსწონთ, აქაც შეთავაზება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი და მიხედავდა პატიმარს. ამაზე არანაირი რეაგირება არ იყო ხომ?- რა დარჩა, არაფერი. ერთადერთი დარჩა ქართული ჰაერი. თუ ქართული ჰაერი აისახება უარყოფითად მის ჯანმრთელობაზე, ეს არ ვიცი. თუ მაინცდამაინც პოლონური ან უკრაინული ჰაერი უნდა ჩაყლაპოს. უკრაინული მხარე რომ გეუბნება, უკრაინაში გამოუშვი სამკურნალოდო, ეს ახლა დაცინვა არ არის?“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
