„ნაციონალური მოძრაობა" თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციებს გეგმავს
პარტიის ცენტრალური ოფისიდან მოქალაქეებს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. მისი განცხადებით, „პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაზე ხელმოწერა ნიშნავს ევროპული პერსპექტივის დასამარებას". ხაბეიშვილის აზრით, სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ივანიშვილმა ყველას გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი".
ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ სოციალურ ქსელში კომენტარებით გამოხატული პოზიცია რეალობაში გადაიტანონ.
„პროტესტი უნდა იყოს რეალური. ჩვენ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს ამას", - განაცხადა მან.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში საპროტესტო აქციები დაიწყება, მათ შორის, მანიფესტაციის გამართვა იგეგმება შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.
6 თებერვალს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ, მან მაშინვე გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით სხვადასხვა ადგილზე გაიმართა საპროტესტო აქციები. პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაზე ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
