„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი იქნება, პოლიტსაბჭოს კი ლევან ბეჟაშვილი უხელმძღვანელებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი იქნება. პარტიის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელად კი ლევან ბეჟაშვილი აირჩიეს. შესაბამისი გადაწყვეტილება დღვანდელ ყრილობაზე გახდა ცნობილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინეს. პოლიტიკური საბჭოს წევრები საზოგადოებას პარტიის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ გააცნო.
„პოლიტიკური საბჭოს წევრები იქნებიან: ლევან ხაბეიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, გიორგი ბოტკოველი, დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანი წითლიძე, სულხან სიბაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, აბდულა ისმაილოვი, რომან გოცირიძე, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია, ეკატერინე ხერხეულიძე, ელგუჯა ბაგრატიონი, ლევან ანთაძე, გია აბულაძე, მამული სურმანიძე, გიორგი კირთაძე, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ჩალაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ნადირაძე, ლილე ლიპარტელიანი, ბადრი ბასიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, ირაკლი ქავთარაძე, გია ხარჩილავა“,- აღნიშნა ნადირაძემ.
როგორც ცნობილია, დღევანდელ სხდომაზე ლევან ხაბეიშვილი თავმჯდომარის თანამდებობაზე ოფიციალურად დაამტკიცეს.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ