"ნაციონალური მოძრაობა“ განწირულია" - დავით მათიკაშვილი
პოლიტიკურ მოუსავლეთში მიმავალი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოცარული, ახლადგამომცხვარი თავმჯდომარე როგორ კომიკურ განცხადებებს გააკეთებს, საინტერესო არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი სახე დიდი ხანია, საზოგადოებას დაანახა.
„პარტიის შიგნით ბოღმით გამსკდარი ე.წ. ლიდერები ჯერ ერთმანეთს დაერივნენ, შემდეგ ვითომ არჩევნები მოაწყვეს და უკვე პარტიას კულისებში მყოფი პირებით მართავენ, მერაბიშვილსა და კეზერაშვილს ვგულისხმობ. ეს პარტია განწირულია. რაც შეეხება მანდატების თაობაზე განცხადებას, ხაბეიშვილი ოფისებს ვერავის გადასცემს, ეს კარიკატურული ფიგურა პარტიას სად წაიყვანს, ვნახავთ. მათი პოლიტიკური რეიტინგი ნულს ქვემოთაა. ეს განცხადება არის უგემოვნო სვლა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
