"პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს"- კახა კალაძე
მე მგონია, რომ პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს. აბსურდული განცხადებები, რასაც კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ვისმენთ, რა თქმა უნდა, აზიანებს ურთიერთობებს და ხელს უწყობს პოლარიზებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძე აცხადებს, არ გამორიცხავს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით „ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ“ და ქვეყანას სტატუსი არ მიანიჭონ.
„ცხადია, ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული. 12-ვე პუნქტი შესრულებული იქნება. ამ პუნქტების ერთ-ერთი მიმართულება არის პოლარიზება, რაც ცხადია, ცალმხრივად ვერ მოხდება. შეუძლებელია. სხვა რეკომენდაციები, რაც იყო, რა თქმა უნდა, ყველაფერი ზედმიწევნით იქნება შესრულებული, თუმცა შემდეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მე არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი. ამას არ გამოვრიცხავ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რაც მაშინ მიიღეს, თუნდაც, როდესაც უკრაინას და მოლდოვას სტატუსი მისცეს და არანაირი ახსნა-განმარტება არ ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მისცეს სტატუსი საქართველოს. რეალურად, ყველა ასპექტში და ყველა მიმართულებით საქართველო გაცილებით წინ იყო, თუმცა არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ მე არ ვგულშემატკივრობ, ან უკრაინას, ან მოლდოვას. პირიქით, ვულოცავ ამ სტატუსს. უბრალოდ, საქართველო დაჩაგრეს. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
