"საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და მინდა, ჩემი მხრიდან აღგითქვათ დახმარება ევროინტეგრაციის გზაზე" - ავსტრიის კანცლერი
საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, რუსი სამხედროები დგანან თქვენი ქვეყნის ტერიტორიებზე და ამას თავისთავად მოაქვს ის რეალობა, რომ საქართველოს პოლიტიკა, გარკვეულწილად, სხვა რეალობაში უნდა გამოიხატებოდეს, – ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოხარულია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას.
„ამავდროულად, მინდა, ჩემი მხრივ მოგცეთ გარანტია და ვთქვა, რომ საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის და ჩემი მხრიდან აღგითქვათ დახმარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
