"უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია" - ევროკავშირის საბჭო
ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ევროკავშირის პრიორიტეტები გამოაქვეყნა.
„ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა წარმოადგენს ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის გაძლიერებას ევროპის საბჭო აგრძელებს. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ეს ახალ იმპულს სძენს პროგრესის გაგრძელებას ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ ამ ქვეყნებსა და უფრო ფართო რეგიონში“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ევროკავშირი ასევე აღიარებს ევროპული საბჭოს მნიშვნელოვან როლს დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების პროცესის მიმდინარეობისას ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მხარდაჭერასა და მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გაძლიერებაში.
„ევროკავშირი და ევროპის საბჭო გააგრძელებენ ერთად მუშაობას, რათა დაეხმარონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს და პოტენციურ კანდიდატებს, მიაღწიონ ხელშესახებ პროგრესს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მათი რეფორმების საერთო პროცესში. ჩვენი საერთო პროგრამები გაფართოებისა და სამეზობლოს რეგიონებში გააგრძელებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
