"კასიანოვის განცხადება უკრაინელ დევნილებს რომ ვუთარგმნოთ, მგონი,მათი მოქალაქეებისგან დასაცავი გახდება"- ირაკლი ზარქუა
მგონია, კასიანოვის განცხადება იმის საფუძველია, რომ საქართველოდან პირადად მისი ევაკუაცია მოხდეს მაშინ, როდესაც უკრაინელ დევნილებს ჩვენ საერთაშორისო ფინანსური დახმარების გარეშე მხარდაჭერასა და დახმარებას ვუწევთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუამ კომენტარი გააკეთა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე, სადაც ანდრეი კასიანოვმა აღნიშნა, რომ „რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს“.
„საქართველოში ის მოცემულობა გვაქვს შექმნილი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი დევნილები საქართველოში ბრუნდებიან. რატომ? აქ ხვდებათ კეთილგანწყობა როგორც ხალხის, ასევე მთავრობის მხრიდან. ამის შემდეგ ენა რომ მოგიბრუნდება და ასეთ განცხადებას გააკეთებ, რას ნიშნავს? ეს განცხადება უკრაინელ დევნილებს რომ ვუთარგმნოთ, მგონი, კასიანოვი მათი მოქალაქეებისგან დასაცავი გახდება. საგარეო უწყებას მოვუწოდებ, აუხსნან მას, დიპლომატიის ანაბანა როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ისაუბროს. განცდა მაქვს, არესტოვიჩი კასიანოვმა ჩაანაცვლა. ხომ იცით, იმან როგორ დაამთავრა? მთავრობიდან გააბუნძულეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
