"გთხოვთ, წაიკითხეთ ყველა ოფიციალური განცხადება ორიგინალში“- ანდრეი კასიანოვი
ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მე მაკრიტიკებენ, უნდა წაიკითხონ ტექსტი სრულად, მისი ორიგინალი ვერსია, – ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
კასიანოვის თქმით, ყველა ოფიციალური განცხადება ორიგინალში უნდა იყოს წაკითხული.
„ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მე მაკრიტიკებენ, უნდა წაიკითხონ ტექსტი სრულად, მისი ორიგინალი ვერსია და არ ამოიღონ სიტყვები კონტექსტიდან. გთხოვთ, წაიკითხეთ ყველა ოფიციალური განცხადება ორიგინალში“, – განაცხადა კასიანოვმა.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსების საქართველოში შემოსვლის გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
