იოსებ ხახალეიშვილმა მერიის სამსახურების და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მერიის სამსახურების და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები.
იოსებ ხახალეიშვილმა მერის ახალი მოადგილე თამარ დახუნდარიძე წარადგინა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ძლიერი ქარით გამოწვეულ პრობლემებზე, იმ სამუშაოებზე, რომელიც უკვე ჩატარდა ქალაქში მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. ზუსტდება ზარალის ოდენობა. შესაბამის სამსახურებს მიეცათ კონკრეტული დავალებები.
ქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა სამსახურს, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ და სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებოდნენ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
