" მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, რათა სააკაშვილის პატრონებს არცერთი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცეთ"
სააკაშვილის პატრონებმა მოუხშირეს საუბარს, რომ ციხეში მისმა შესაძლო სიკვდილმა შეიძლება, ქვეყნის მომავალი განსაზღვროს, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სააკაშვილი თავის „პატრონებს“ კონკრეტული თემებით აშანტაჟებს.
ამასთან, განცხადების ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, რათა სააკაშვილის „პატრონებს“ არცერთი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცეთ.
„მიხეილ სააკაშვილის პატრონებმა სულ უფრო მოუხშირეს საუბარს იმაზე, რომ ციხეში სააკაშვილის შესაძლო სიკვდილმა საქართველოს მომავალი შეიძლება, განსაზღვროს. ამ თემაზე საჯაროდ ბოლოს მაიკლ მაკფოლმა ისაუბრა. რამდენადაც ვიცით, იგივე მესიჯი აქვთ დალაგებული სააკაშვილის პატრონებს ხელისუფლების ლიდერებთან შეხვედრებზეც, რომლებიც დახურულ კარს მიღმა იმართება. აღნიშნული მესიჯი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სააკაშვილი თავის პატრონებს კონკრეტული თემებით აშანტაჟებს.
სააკაშვილი პატრონებს ემუქრება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით არა მხოლოდ ყველაფერს მოჰყვება, არამედ შესაბამის მტკიცებულებებსაც გაასაჯაროებს. იგივე ეხება რევოლუციის მოსაწყობად სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციასაც, რაზეც ის პატრონებს ასევე მტკიცებულებების დადებით ემუქრება. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ და ხელისუფლების დაშანტაჟებასაც გააგრძელებენ. თუმცა, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, ლოგიკურად რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება. სააკაშვილის ლიკვიდაციის შემთხვევაში, პატრონები ორ კურდღელს დაიჭერენ: პირველი, მოიშორებენ ოქროს მოწმეს, რომელსაც ციხეში ნულოვანი პოლიტიკური ფასი აქვს; მეორე და მთავარი, სააკაშვილის სიკვდილს ხელისუფლებას დააბრალებენ და ამ საბაბით, ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობას შეეცდებიან, რისი საბოლოო მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იქნება. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, რათა სააკაშვილის პატრონებს არცერთი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
